სვანეთი, როგორც ბრენდი, სრულ მზადყოფნაშია მყარი პოზიციონირება დაიკავოს ტურიზმის მსოფლიო რუკაზე!
2023, 12 ივლისიევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, სვანეთის რეგიონის ვიზუალურ და სტრატეგიულ ბრენდინგზე მუშაობა წარმატებით დასრულდა.
საოცრად საინტერესო, ხანგრძლივი და დატვირთული 2 წლიანი სამუშაო პროცესის შედეგად, სვანეთი როგორც ბრენდი, სრულ მზადყოფნაშია მყარი პოზიციონირება დაიკავოს ტურიზმის მსოფლიო რუკაზე და დახვეწილი კონცეფციით განაცხადოს, რომ სვანეთი არის საქართველოს მთის დამალული საგანძური.
ზღაპრული გარემო, ოთხი სეზონის განსხვავებული შთაბეჭდილებები, მდიდარი კულტურა, მკვეთრად გამოკვეთილი მისტიური გარემო, კულინარიის ხელოვნება და დღემდე შემორჩენილი უძველესი ტრადიციები, რეგიონს საოცრად დიდი დიაპაზონის ტურისტულ პოტენციალს უქმნის. სვანეთის სტრატეგიული და ვიზუალური ბრენდის პროექტიც სწორედ იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ დედამიწის ამ საოცარი კუთხეში მოხვედრის მოლოდინი სწორი ფორმულირებით შექმნილიყო.
რეგიონის ბრენდის სწორი გამოხატულება ტურისტული პოტენციალ
ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, სვანეთის რეგიონის ვიზუალურ და სტრატეგიულ ბრენდინგზე მუშაობა წარმატებით დასრულდა.
საოცრად საინტერესო, ხანგრძლივი და დატვირთული 2 წლიანი სამუშაო პროცესის შედეგად, სვანეთი როგორც ბრენდი, სრულ მზადყოფნაშია მყარი პოზიციონირება დაიკავოს ტურიზმის მსოფლიო რუკაზე და დახვეწილი კონცეფციით განაცხადოს, რომ სვანეთი არის საქართველოს მთის დამალული საგანძური.
ზღაპრული გარემო, ოთხი სეზონის განსხვავებული შთაბეჭდილებები, მდიდარი კულტურა, მკვეთრად გამოკვეთილი მისტიური გარემო, კულინარიის ხელოვნება და დღემდე შემორჩენილი უძველესი ტრადიციები, რეგიონს საოცრად დიდი დიაპაზონის ტურისტულ პოტენციალს უქმნის. სვანეთის სტრატეგიული და ვიზუალური ბრენდის პროექტიც სწორედ იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ დედამიწის ამ საოცარი კუთხეში მოხვედრის მოლოდინი სწორი ფორმულირებით შექმნილიყო.
რეგიონის ბრენდის სწორი გამოხატულება ტურისტული პოტენციალის ათვისების წინაპირობაა, რომელიც გრძელვადიანი მიზნით, სვანეთის მოსახლეობის ეკონომიკურად მდგრადი გაძლიერების მიზანს ემსახურება.
„თვითონ ეს ბრენდი, ახლო პერსპექტივით სვანეთის მოსახლეობას საშუალებას მისცემს მინიმუმ 1,5-ჯერ გაზარდონ მათი საქმიანობა. თითქოს ელოდებოდა სვანეთი ამ ბრენდს, ამ ლოგოს, თანაც დიდი ხნის განმავლობაში“ - ამბობს მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი.
სვანეთის ბრენდინგის პროექტზე მუშაობა, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ადგილობრივმა საკონსულტაციო სააგენტომ WATERGUNZ-მა პარტნიორ ფინურ კომპანია WERKLING თან ერთად 2 წლის უკან დაიწყო. პროცესის მართვის მთავარი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ამ მნიშვნელოვან პროექტზე თავმოყრილიყო ერთის მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული ექსპერტების ცოდნა და გამოცდილება, და მეორეს მხრივ, ადგილობრივი ექსპერტების, სვანეთის DMO-ს და რეგიონის მოსახლეობის სრული ჩართულობა, რომელიც ბრენდს ყველა კრიტერიუმით სრულყოფილს გახდიდა. WERKLING ეს არის ბრენდინგის სფეროში საერთაშორისო დონის წარმატებული და გამოცდილი ფინური კომპანია, რომელსაც ეკუთვნის ჰელსინკის ბრენდინგის პროექტი.
სვანეთის ბრენდინგზე მუშაობის პირველი ეტაპი დონორების მხარდაჭერით, ინტენსიური კვლევითი პროცესით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ქართული და ფინური სააგენტოების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები გამართეს ადგილობრივებთან და ყველა დაინტერესებულ მხარეებთან. საფუძვლიანად შეიმეცნეს სვანური კულტურისთვის დამახასიათებელ თავისებურებები და ადგილობრივების ხედვა ყველა მნიშვნელოვან საკითზე. ასევე, შეისწავლეს უძველესი სვანური მითები და ზეპირსიტყვიერად, ლეგენდების თუ მითების მეშვეობით გადმოცემული ამბებიც.
მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი ბრენდის ვიზუალური გამოხატულების კომპონენტზე მუშაობის პერიოდის ეპიზოდს ასე იხსენებს :
„ - სააგენტოების წარმომადგენლებმა, კვლევის დროს, ერთ-ერთი შეკითხვა დამისვეს, როგორ წარმოგიდგენია სვანეთის ფერებიო?
- ჩემი პასუხი იყო რომ სვანეთი ერთ ფერში ვერ წარმომიდგენია, მისი გამოხატულება შეძლება იყოს შავ - თეთრიც, მაგრამ ამას უფრო დიდი სიღრმეებიც აქვს, ის სხვადასხვა ფერში უნდა იყოს, რადგან მრავალფეროვანია სვანეთის ბუნება , ასეთია მისი მდიდარი და ღრმა ხასიათი. ”
ხანგრძლივი კვლევის და წინასწარი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, პროექტზე მომუშავე ჯგუფმა შექმნა საკმაოდ საინტერესო ვიზუალური გამოხატულება, რომელიც კომპლექსურად მოიცავდა მნიშვნელოვან მიგნებებს. ბრენდის კონცეფცია, ფერების კუთხით სვანეთის ოთხივე სეზონის ფერს აერთიანებს. ამავდროულად ბრენდინგის ვიზუალურ ნაწილში, გამოყენებულია ფერების პალიტრა და ფაქტურა, სვანეთში დაცული უძველესი ადიშის ოთხთავიდან, რომელიც მესტიის მუზეუმში ინახება. ვიზუალში, ასევე გათვალისწინებულია სვანეთის მდიდარი ბუნების ელემენტები, სვანური არქიტექტურის სიმბოლო კოშკი და ამომავალი მზე, სვანური მითების მთავარი მოქმედი ფიგურა, იგივე ქართული ბორჯღალო, რომელიც ლოგოს კონტექსტში საკუთარი პიროვნების აღმოჩენასთან და ჰარმონიასთან არის დაკავშირებული.
ბრენდის ვიზუალურ გამოხატულებას, ბრენდის შინაარსული სტრატეგია უდევს საფუძვლად, რაზეც გვიამბობს ბაჩო მებურიშვილი, სააგენტო WATERGUNZ ის დამფუძნებელი.
„ბრენდის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის ის, რომ თავად სვანი ხალხი არის სვანეთში დაგროვილი ყველა ცოდნის თავის თავში გამტარი. თითქოს ისინი არიან ამ ცოდნის იდეური მცველები, რომლებიც თავის თავში ატარებენ ამ ყველაფერს და შენ თუ არ დაიმსახურე მათი ნდობა, თუ მათი ღირებულებები არ გაიზიარე, ამ ცოდნას ბოლომდე ვერ გაიგებ. ამ ბრენდის შეგრძნების და ნახვის შემდეგ, ყველას ეცოდინება, რომ სადღაც მსოფლიოში არის ადგილი, სადაც შეგიძლია ჩახვიდე და ისევ ამ ნამდვილი, ავთენტური შეგრძნებებით აივსო და ისე გააგრძელო ცხოვრება.“
პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო სააგენტომ WATERGUNZ-მა პარტნიორებთან ერთად, ასევე, იმუშავა სვანეთის კორპორატიულ სტილზე და მათ შორის ემოციური გამოხატულების რუკაზეც, რომელიც სვანეთთან დაკავშირებულ ძირითად ტრადიციებს, ლანდშაფტის თავისებურებას და ლეგენდებში არსებულ პერსონაჟებს აერთიანებს. ემოციური რუკის დახმარებით, ნებისმიერი მნახველისთვის კიდევ უფრო მარტივდება სვანეთის კულტურული თავისებურებების შემეცნება.
ბრენდიგზე მომუშავე სააგენტოების წარმომადგენლებიც და ექსპერტებიც დარწმუნებულები არიან რომ სვანეთის ვიზუალურ და სტრატეგიულ ბრენდინგს, უდიდესი პოტენციალი აქვს. მისი დახმარებით კი ადგილობრივი მეწარმეები და მცირე ბიზნესის მფლობელები, მარტივად შეძლებენ საკუთარი საქმე, კიდევ უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომი გახადონ, სვანეთის ქართველი და ასევე უცხოელი სტუმრებისთვისაც.
როგორც BRANDING.GE-ს მმართველი პარტნიორი, ლევან კობერიძე ამბობს:
„სვანეთს აქვს ის პოტენციალი, რომ ძალიან მოკლე დროში აჩვენოს რა შეუძლია რეგიონის ბრენდინგს, ეს არის ძალიან კომპლექსური მიდგომა ყველა იმ საკითხის მიმართ, რაც სვანეთმა უნდა გამოიყენოს განვითარებისათვის, ეკონომიკური ზრდისათვის, მეტი ტურისტისა და მეტი ინვესტორის მოზიდვისათვის. ამას გულისხმობს სწორედ სვანეთის ბრენდინგი და ამიტომ არის სწორი ეს ძალიან მიზანმიმართული მხარდაჭერა, ევროკავშირის შვედეთისა და ავსტრიის მხრიდან. დარწმუნებული ვარ სვანეთის მოსახლეობა, ძალიან მალე იგრძნობს კონკრეტულ შედეგებს რომელიც უნდა აისახოს კონკრეტულ კეთილდღეობაზე“
გარდა ეკონომიკური სარგებელისა, რომელიც რეგიონს შეუძლია ბრენდინგის დახმარებით მიიღოს, სვანეთის ვიზუალური და სტრატეგიული ბრენდინგი თავის მხრივ ქართველ და უცხოელ ტურისტებს დაეხმარება, სრულად აღიქვან სვანეთის ის ემოციური და შინაარსობრივი პოტენციალი რაც მას გააჩნია.
დღეისათვის ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით განხორციელებული პროექტის შედეგად მიღებულ სვანეთის ბრენდი, უკვე გადაეცა სვანეთის DMO-ს. სწორედ სვანეთის DMO-ს კოორდინაციით, სვანეთის ბრენდის სტრატეგიული კონცეფცია და ვიზუალური გამოხატულება უკვე აქტიურად გამოიყენება.
***
პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge
ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო/პროექტი GRETA და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.