GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა - ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით.
მიზნობრივი რეგიონები და მუნიციპალიტეტები: ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და ზემო იმერეთი. (მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები).
ბენეფიციარები:
- ტურიზმში მოღვაწე 400 მცირე საწარმო,
- 300 განთავსების მომსახურების მომწოდებლები,
- 300 სხვა ტურისტული მომსახურების მომწოდებელი,
- 230 ორგანულ სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოღვაწე ფერმერი,
- 2 სასერტიფიკატო ორგანო,
- 76 ადგილობრივი მოსახლე და ინსპექტორი.
ასევე, მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ კერძო სექტორი, ბიზნეს ასოციაციები, მთავრობა, საჯარო სექტორის ინსტიტუტები (ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული ხელისუფლ
GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა - ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით.
მიზნობრივი რეგიონები და მუნიციპალიტეტები: ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და ზემო იმერეთი. (მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები).
ბენეფიციარები:
- ტურიზმში მოღვაწე 400 მცირე საწარმო,
- 300 განთავსების მომსახურების მომწოდებლები,
- 300 სხვა ტურისტული მომსახურების მომწოდებელი,
- 230 ორგანულ სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოღვაწე ფერმერი,
- 2 სასერტიფიკატო ორგანო,
- 76 ადგილობრივი მოსახლე და ინსპექტორი.
ასევე, მნიშვნელოვან დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგენენ კერძო სექტორი, ბიზნეს ასოციაციები, მთავრობა, საჯარო სექტორის ინსტიტუტები (ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული ხელისუფლებები), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ადგილობრივი თემები.
პროექტის მიზანი: პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
პროექტის ხანგრძლივობა: 12.12.2018 - 31.03.2023 (გახანგრძლივებული ვადა: 31.03.2024-მდე)
ბიუჯეტი: 6,8 მილიონი ევრო; (ევროკავშირი - 3 მილიონი ევრო; შვედეთი - 2.8 მილიონი ევრო, ავსტრია - 1 მილიონი ევრო.)
მოსალოდნელი შედეგები:
- სამთო ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის სამართლებრივი და სტრატეგიული ჩარჩოს შემუშავება მდგრადი და ინკლუზიური განვითარების უზრუნველსაყოფად;
- ორივე სექტორში დასაქმებისა და შემოსავლების ზრდა ახალი და უკეთესი პროდუქტისა და მომსახურების შექმნით და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებთან უკეთესი კავშირების დამყარების მეშვეობით (შემოსავლების ზრდა მინიმუმ 20%-ით) ;
- მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროში აქტიურად ჩართული ადამიანების და ინსტიტუტების პოტენციალის განვითარებისთვის გამიზნული ღონისძიებების ხელმისაწვდომობა და განათლების მართვის სისტემის შემუშავება, რაც უზრუნველყოფს საჯარო, კერძო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ერთობლივი სწავლის შესაძლებლობას.
მთის ტურიზმის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობები:
- მდგრადი სამთო ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება ადგილის მართვის გეგმისა და ბრენდინგის პოლიტიკის ჩათვლით;
- ადგილის მართვი ორგანიზაციების ჩამოყალიბება და გაძლიერება;
- ხარისხის ეროვნული სტანდარტისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება;
- მდგრადი სამთო ტურიზმის პროდუქტების და მომსახურების განვითარება ტურისტული მარშუტების ჩათვლით;
- სასტუმროს პერსონალისა და გიდების (მეგზურების) მომზადება და სერტიფიცირება სტანდარტების შესაბამისად;
- ინოვაციური ტურისტული პროდუქტების შექმნის ხელშეწყობა;
- ახალი საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარების და სწავლის პროცესის ხელშეწყობა;
- გიდების (მეგზურების) და სახლსასტუმროს მფოლებელების უნარ-ჩვევების გაძლიერების ხელშწყობა;
ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობები:
- ეროვნული ორგანული კანონმებლობის ახალ, ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
- კონტროლის მექანიზმის დანერგვა;
- ბაზრისა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა ყველაზე პერსპექტიული ღირებულებათა ჯაჭვის იდენტიფიკაციისთვის;
- ადგილობრივი ფერმერების/მწარმოებლების დახამრება ორგანულ სოფლის მეურნეობაზე გადასასვლელად;
- ახალი საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობა;
- სერტიფიცირებული პროდუქტების რეგიონალურ ბრენდებთან ინტეგრირების ხელშეწყობა;
- სასერტიფიკატო ორგანოების წარმომადგენლების / ინსტიტუციების და დამატებითი სერვისი პროვაიდერების უნარ-ჩვევების გაძლიერების ხელშეწყობა;
- ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში, მწარმოებლებისთვის საკონსულტაციო სერვისზე წვდომის ხელშეწყობა;
- ადგილობრივი ინიციატივების განვითარების ხელშეწყობა;