EU-ს, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით სვანეთმა HIGHLANDER-ის გლობალურ ღონისძიებას უმასპინძლა

2022, 16 ოქტომბერი
გააზიარე

ზაფხულის ტურისტულმა სეზონმა პანდემიის შემდეგ ძალების მოკრება დაიწყო, თუმცა ამჯერად სრულიად გასხვავებულად. საქართველოს ერთ-ერთი ამოუცნობი მხარე, სვანეთი მოლაშქრეების რუკაზე მოინიშნება.

გრძელ დისტაციაზე ლაშქრობის ანუ HIGHLANDER ADVENTURE-ის გლობალურ ღონისძიებას, რომელსაც ყოველ წელს ლაშქრობის მოყვარულები მსოფლიოს 15 ქვეყანაში ელოდებიან, ამჯერად საქართველოც შუერთდა.

ღონისძიება ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტ GRETA-ს უშუალო ჩართულობით იმართება. დონორების დახმარებით სვანეთმა 3 დღის განმავლობაში 500-მდე სტუმარს უმასპინძლა, პირდაპირმა ინვესტიციამ კი რეგიონში ამ დროის მონაცემებით 100 000 ლარს გადააჭარბა.

“თუ მიმოიხედავთ ირგვლივ ადგილობრივ მონაწილეებთა ერთად ნახავთ არაერთ საერთაშორისო ვიზიტორს, შესაბამისად ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა რომ საქართველო გამოჩნდეს მოლაშქრეთა მსოფლიო რუკაზე.

ეს სა

ეს საქართველოს აძლევს კიდევ უფრო მეტ ცნობადობას, მომავალ წელს კიდევ უფრო მეტ მონაწილეს ველოდები, რაც სვანეთში ტურისტების რაოდენობას წლიდან წლამდე გაზრდის", - ამბობს ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი.

ღონისძიებისთვის სამზადისი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მათ შორის არსებობს ის ძირითადი წესები, რასაც ამ ღონისძიების ორგანიზატორები ყველა ქვეყანაში თანაბრად იცავენ და ამოწმებენ.

“გვაქვს უსაფრთხოების წესები, კვების ნაწილში რეგულაციები, რასაც ვიცავთ და ვამოწმებთ. ამ ყველაფრისთვის ვემზადებით მთელი წლის განმავლობაში. გვაქვს ერთთვიანი კურსი ღონისძიების ორგანიზატორებთან", - აცხადებს HIGHLANDER ADVENTURE-ის ხარისხის კონტროლის მენეჯერი.

ბეჩოს ხეობა ჰაილენდერების სასტარტო ლოკაცია იყო. რეგისტრაცია ჯამში 117-მა მოლაშქრემ გაიარა, მათ შორის როგორც ქართველებმა, ისე უცხოეთიდან საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის ჩამოსულმა ვიზიტორებმა, რომლებიც სვანეთს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად ესტუმრნენ.

ჰაილედერმა სვანეთში 500-მდე სტუმარი ჩამოიყვანა, რამაც ადგილობრივ მცირე ბიზნესს დამატებით შემოსავლის წყაროც გაუჩინა.

“ჩვენი პრე კამპანიის შედეგად 8 მილიონ ადამიანს მივწვდით და გავაგებინეთ სვანეთის ბუნებისა და კულტურის შესახებ. 500-მდე ადამიანი არის ჯამში სტუმრად ჩამოსული, რომლებიც, რა თქმა უნდა, სასტუმროთიც აქ სარგებლობენ, აქ იკვებებიან, ეს პირდაპირი ფინანსური სარგებელიც იქნება ხალხისთვის", - ამბობს HIGHLANDER GEORGIA-ს პროექტის ხელმძღვანელი თედო მაყაშვილი.

პირველ დღეს ღონისძიების მონაწილეები ბეჩოს ხეობიდან, გულის უღელტეხილის, ლამააჯის, ცხაკვზაგარისა და მესტიის გავლით, ზაარგაშში უნდა მოხვდნენ.

“ძალიან მიყვარს ლაშქრობა და ხშირად დავდივარ სხვადასხვა მარშუტზე არაბთა გაერთიანებულ საამირობში. როცა ჰაილენდერის შესახებ გავიგე და ეს შესაძლობლობა გაჩნდა, ვიფიქრე რატომაც არ უნდა მეცადა. დავრეგისტრირდით დაახლოებით 1 თვის წინ და დღეს აქ ვართ. ძალიან კარგია რომ ამ გარემოში შევხდი ამ ადამიანებს და ვნახე საქართველოც", - ამბობს ელენ დივაი, ერთ-ერთი მოლაშქრე.

მოლაშქრეებმა პირველი დღე ზაარგააში დაასრულეს. ყველაზე რთული დღის მარშრუტი დაძლეულია. შემართება ისევ იგრძნობა, რომელსაც დაღლაც თან სდევს, თუმცა როგორც მონაწილეები ყვებიან, აქ სხვანაირად იღლები.

“საქართველოში ვცხოვრობ და რამდენჯერმე ვარ სვანეთში ნამყოფი და მაინც ყველა ჯერზე ღრმად ჩავისუთქავ ხოლმე სიამოვნებისგან, ისეთი ლამაზი ხედებია. მითუმეტეს იმ ადამიანებისთვის, ვისთავისაც ეს სრულიად ახალია, ალბათ საოცარი გამოცდილება იქნებოდა", - გვიყვება HIGHLANDER GEORGIA-ს მონაწილე.

მოლაშქრეებისთვის ზარგააშში ადგილობრივი რეცეპტით დამზადებული თაშმიჯაბისა და ჭვიშტარის, დაგემოვნების და მომზადების შესაძლებლობაც გაჩნდა, პროექტის ერთ-ერთი მიზანი მცირე ბიზნესისთვის ახალი შემოსავლის წყაროს გაჩენა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

ნანული ჭელიძე უშგულიდანაა, სადაც ჩასულ სტუმრებს ტრადიციული სვანური კერძების აღმოჩენაში ეხმარება. ღონისძიების მონაწილეებს გამოცდილება სწორედ ქალბატონმა ნანულიმ გაუზიარა.

სვანური კულინარიული მასტერკლასის შემდეგ სალაშქრო მარშრუტს მეორე დღეს ავსტრიის ელჩი, თომას მიულმანიც შეუერთდა.

“HIGHLANDER ხორციელდება ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტ GRETA-ს მხარდაჭერით. მათ თავიდანვე ირწმუნეს პროექტის პოტენციალის და თავიდანვე დაგვიდგნენ გვერდში. მას შემდეგ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, ყველა მხარე თითქმის ყველა ასპექტში ვართ ჩართული", - აცხადებს HIGHLANDER GEORGIA-ს პროექტის ხელმძღვანელი თედო მაყაშვილი.

მეორე დღის მარშრუტი შედარებით მცირე კილომეტრაჟით გამოირჩეოდა. ზაარგაშიდან დაწყებული ტური იფდერის, გვალდის, ზაარდლაშის, მურშკელის, ჟამუშის, ჭოლაშისა და ჟაბეშის გავლით, სათხილამურო კურორტ თეთნულდში დაბანაკებით სრულდებოდა.

მოლაშქრეებმა მონაწილეობა ადგილობრივ კულინარიასთან ერთად სვანური ქუდების შექმნის მასტერკლასშიც მიიღეს. გლობალური ღონისძიება კი სოფელ ხალდეში დასრულდა. მონაწილეებმა, რომლებიც ფინიშამდე მივიდნენ, HIGHLANDER-ის სტატუსი მიიღეს.

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერილმა გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის ღონისძიებამ საფინალო წერტილი დასვა. თუმცა როგორც პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, ეს ფინალი არ არის. ახალი თავგადასავლები მომავალ წლებშიც გაგრძელდება. მათი თქმით, HIGHLANDER-ი მოლაშქრეების რუკაზე არა მარტო სვანეთის, არამედ საქართველოს სხვა რეგიონების მონიშვნასაც გეგმავს, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო მეტ ცნობადობას და გაზრდილ შემოსავლებს ჰპირდება.

ცნობისთვის, პროექტი GRETA, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ, წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ გამოხატავს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის პოზიციას. 

ავტორი: ანუკა ჯოხაძე

წყარო: BM.ge

კითხვის გაგრძელება აკეცვა
Svaneti hosted Highlander global event with the support from the EU, Austria and Sweden
Svaneti hosted Highlander global event with the support from the EU, Austria and Sweden
Svaneti hosted Highlander global event with the support from the EU, Austria and Sweden