მოდული #17: ეროვნული ინსტრუმენტები ქალთა უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე

2023, 15 სექტემბერი
გააზიარე

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, შეიქმნა ვიდეო-ელექტრონული კურსი, თემაზე - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის“. კურსის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების გააზრებას და გენდერული თანასწორობის დაცვას, როგორც საზოგადოებაში, ასევე ბიზნესის სფეროში. 

ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე ეროვნული კანონმდებლობა მოიცავს ისეთ ძირითად ინსტრუმენტებს, როგორებიცაა:

  • საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“, (2010), რომლის მიზანია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სათანადო პირობების შექმნა ქალისა და კაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის. კანონის მიზანია ასევე, ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას.
  • საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვ

  • საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ (2014) რომელიც დისკრიმინაციას განსაზღვრავს, როგორც ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის გაუმართლებელ შეზღუდვას სხვადასხვა ნიშნით.
  • საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ (2017), რომელიც განსაზღვრავს თუ რას წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ასევე, ითვალისწინებს ძალადობის გამოვლენის და აღკვეთის მექანიზმებს და მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.

***

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ვიდეო-ელექტრონული კურსის ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

კითხვის გაგრძელება აკეცვა