მოდული #16: საერთაშორისო ინსტრუმენტები ქალთა უფლებებზე და გენდერულ თანასწორობაზე

2023, 14 სექტემბერი
გააზიარე

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, შეიქმნა ვიდეო-ელექტრონული კურსი, თემაზე - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის“. კურსის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების გააზრებას და გენდერული თანასწორობის დაცვას, როგორც საზოგადოებაში, ასევე ბიზნესის სფეროში. 


ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ საერთაშორისო ინსტრუმენტები მოიცავს ისეთ ძირითად დოკუმენტებს, როგორებიცაა: 


  • გაეროს კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც უმთავრესი საერთაშორისო ინსტრუმენტია, ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. საქართველომ აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება 1994 წელს მოახდინა. 
  • დეკლარაცია ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 1993 წელს დაამტკი

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, შეიქმნა ვიდეო-ელექტრონული კურსი, თემაზე - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის“. კურსის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების გააზრებას და გენდერული თანასწორობის დაცვას, როგორც საზოგადოებაში, ასევე ბიზნესის სფეროში. 


ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ საერთაშორისო ინსტრუმენტები მოიცავს ისეთ ძირითად დოკუმენტებს, როგორებიცაა: 


  • გაეროს კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც უმთავრესი საერთაშორისო ინსტრუმენტია, ქალთა უფლებების დაცვისა და ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. საქართველომ აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება 1994 წელს მოახდინა. 
  • დეკლარაცია ქალებზე ძალადობის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 1993 წელს დაამტკიცა. დეკლარაციის მიხედვით, ქალებზე ძალადობა არის ნებისმიერი ძალადობა გენდერული ნიშნით. 
  • პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა, რომელიც 1995 წელს პეკინში, გაეროს მიერ ქალების შესახებ ჩატარებულ მსოფლიოს მეოთხე კონფერენციაზე დამტკიცდა და უზრუნველყოფს გენდერული პერსპექტივის ასახვას ყველა გეგმასა და პროგრამაში ნაციონალურ, რეგიონალურ თუ საერთაშორისო დონეზე.
  • ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ (სტამბოლის კონვენცია), რომელიც ეხება ძალადობის პრევენციასა და მხვერპლთა დაცვას. ამ კონვენციის რატიფიცირება საქართველომ 2017 წელს მოახდინა 


***


ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ვიდეო-ელექტრონული კურსის ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

კითხვის გაგრძელება აკეცვა