მოდული #15: გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები - ადამიანის უფლებათა სისტემის
2023, 13 სექტემბერიევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, შეიქმნა ვიდეო-ელექტრონული კურსი, თემაზე - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის“. კურსის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების გააზრებას და გენდერული თანასწორობის დაცვას, როგორც საზოგადოებაში, ასევე ბიზნესის სფეროში.
ადამიანის უფლებები ყველაზე თანასწორად ვრცელდება, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ყოველი უფლება დამოუკიდებელი და განუყოფელია. დეკლარაციის პრეამბულის მიხედვით: „ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების, თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს მსოფლიოში.“
ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, შეიქმნა ვიდეო-ელექტრონული კურსი, თემაზე - „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების ფორმირებისთვის“. კურსის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების გააზრებას და გენდერული თანასწორობის დაცვას, როგორც საზოგადოებაში, ასევე ბიზნესის სფეროში.
ადამიანის უფლებები ყველაზე თანასწორად ვრცელდება, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ყოველი უფლება დამოუკიდებელი და განუყოფელია. დეკლარაციის პრეამბულის მიხედვით: „ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების, თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობისა და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს მსოფლიოში.“
თანასწორობა, მათ შორის სქესის საფუძველზე, დეკლარაციის ერთერთი უმთავრესი და ფუნდამენტური საკითხია, რაც შემდგომ ადამიანის უფლებათა შესახებ გაეროს კონვენციებში უფრო დეტალურად აისახა.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას გულისხმობს ტერმინები - „გენდერული თანასწორობა“ და „დისკრიმინაციის აკრძალვა“; როგორ არის ეს ცნებები განმარტებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტებში და რამდენად დიდია მათი მნიშვნელობა ადამიანის უფლებათა პრინციპების რეალიზების, თანასწორი და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფისთვის.
***
ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ვიდეო-ელექტრონული კურსის ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.