გზა ახალი მწვერვალებისკენ! (პროექტ GRETA-ს შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება)

2023, 13 ოქტომბერი
გააზიარე

2019 წელს დაწყებული თავგადასავალი, რომელიც საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ადგილობრივების ერთგულ მხარდამჭერად იქცა, დასასრულს უახლოვდება. 

„გზა ახალი მწვერვალებისკენ!“ ამ სიმბოლური სახელწოდებით, 18 ოქტომბერს, მესტიაში, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ერთობლივი პროექტი GRETA-ს შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების მიზანია, თავი ერთ სივრცეში მოუყაროს ადამიანებს, ვინც პროექტ GRETA-ს წარმატებულ ისტორიას დაუღალავი შრომითა და დიდი მონდომებით ქმნიდა და ერთად, სამომავლო ხედვები და განვითარების ახალი გზები განიხილონ.

სტუმრები ამბებს უშუალოდ პროექტის პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარებისგან მოისმენენ. მცირე მეწარმეები, ტურ-ოპერატორები, ფერმერები, ასოციაციები, სასწავლო დაწესებულებები, საჯარო სექტორის წარმომადგენლები და სხვა - ბენეფიციართა სია, პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების სიის მსგავსად, საკმაოდ გრძელი და საინტერესოა. ამ ამბებთან ერთად, დამსწრეები საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების როლზე, მნიშვნელობა

2019 წელს დაწყებული თავგადასავალი, რომელიც საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებისა და ადგილობრივების ერთგულ მხარდამჭერად იქცა, დასასრულს უახლოვდება. 

„გზა ახალი მწვერვალებისკენ!“ ამ სიმბოლური სახელწოდებით, 18 ოქტომბერს, მესტიაში, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ერთობლივი პროექტი GRETA-ს შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების მიზანია, თავი ერთ სივრცეში მოუყაროს ადამიანებს, ვინც პროექტ GRETA-ს წარმატებულ ისტორიას დაუღალავი შრომითა და დიდი მონდომებით ქმნიდა და ერთად, სამომავლო ხედვები და განვითარების ახალი გზები განიხილონ.

სტუმრები ამბებს უშუალოდ პროექტის პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარებისგან მოისმენენ. მცირე მეწარმეები, ტურ-ოპერატორები, ფერმერები, ასოციაციები, სასწავლო დაწესებულებები, საჯარო სექტორის წარმომადგენლები და სხვა - ბენეფიციართა სია, პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების სიის მსგავსად, საკმაოდ გრძელი და საინტერესოა. ამ ამბებთან ერთად, დამსწრეები საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების როლზე, მნიშვნელობასა და პოტენციალზე და რეგიონში შესრულებულ სამუშაოებზე, სამ ჭრილში შეიტყობენ: 

  • გზის გაკვალვა: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რამაც საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის და მდგრადი სამთო ტურიზმის სექტორების წინსვლა და განვითარების ახალ ეპოქაში გადაყვანის პროცესი მნიშვნელოვნად ააჩქარა. 
  • მხარდაჭერა: წარმატებული მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან და ისტორიები ბიზნესის გამართვისა და კომერციული შესაძლებლობების განვითარებაზე. 
  • განვითარება: სრული პროცესი სწავლებიდან განხორციელებამდე- როგორ ინერგებოდა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში, რა გამოცდილება დაგროვდა და როგორ აისახება ეს სამომავლო გეგმებზე.  

ნიშანდობლივია ღონისძიების გამართვის ადგილიც და ის შემთხვევით არ შერჩეულა - ამ ოთხწლიან, უწყვეტ პროგრესში, საქართველოში პირველად, რეგიონისგან ბრენდი შეიქმნა: სვანეთი, როგორც ქვეყნის საამაყო, ერთ-ერთი ყველაზე ეროვნული ადგილი-სიმბოლო ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი გეგმითა და დანიშნულების მართვის ორგანიზაციით. 

მოხარულები ვართ, რომ კოლექტიური ძალისხმევით გადადგმულ ამ და სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელმაც უამრავ ადამიანს საშუალება მისცა, საკუთარი, რეგიონისა და ქვეყნის პოტენციალი სხვებისთვისაც გაეზიარებინა, მალე ერთად აღვნიშნავთ.

დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების განრიგის შესახებ:

გზის გაკვალვა

ᲐᲓᲒᲘᲚᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔᲝᲑᲐ - ᲛᲔᲡᲢᲘᲘᲡ ᲗᲔᲐᲢᲠᲘ

11:00 AM - 12:00 PM - მესტიის თეატრის ეზო

  • შეკრება / რეგისტრაცია / ფურშეტი

12:00 PM - 14:00 PM - მესტიის თეატრის მთავარი დარბაზი

  • ღონისძიების ოფიციალური გახსნა და მისასალმებელი სიტყვა პანელური სესია: სტრატეგიულ დონეზე მიღწეული შედეგების მიმოხილვა ორგანული სოფლის მეურნეობისა და მდგრადი ტურიზმის კომპონენტებში
  • სვანეთის ბრენდირების კონცეფციის წარდგენა (ვიდეო ჩვენება) GRETA პროექტის კონტრიბუტორების წარდგენა (ვიდეო ჩვენება)

14:15 PM - 15:00 PM - ტრანსპორტირება მესტიის თეატრიდან მესტიის მუზეუმში (წინასწარ მომზადებული მანქანებით)

მხარდაჭერა

ᲐᲓᲒᲘᲚᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔᲝᲑᲐ - ᲛᲣᲖᲔᲣᲛᲘ

15:00 PM - 15:30 PM - მესტიის მუზეუმის ეზო

  • მცირე და საშუალო მეწარმე ბენეფიციარების შესახებ საინფორმაციო სივრცე

15:30 PM - 16:00 PM - მესტიის მუზეუმის დროებითი საგამოფენო სივრცე

  • პროექცია: “ისტორიები ობიექტივში”
  • ხემსი / ფურშეტი (მუზეუმის ლობი)

16:00 PM - 17:00 PM - დონორების მიერ მხარდაჭერილი ბენეფიციარების ისტორიები:

  • ჩემი მოგზაურობა ლონდონის ღვინის გამოფენაზე
  • შთაბეჭდილებები ITB ბერლინიდან
  • ამბის თხრობა: “წარმატების ისტორიები”

17:00 PM - 18:00 PM - ტრანსპორტირება მესტიის მუზეუმიდან ზურულდზე (წინასწარ მომზადებული მანქანებით ჰაწვალზე და შემდგომ საბაგიროთი)

განვითარება

ᲐᲓᲒᲘᲚᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔᲝᲑᲐ - ᲖᲣᲠᲣᲚᲓᲘ

18:00 PM - 19:20 PM - ზურულდის გადმოსახედი

  • ამბის თხრობა: “ უნარების განვითარება და გაძლიერება”
  • დასკვნითი სიტყვა
  • ფურშეტი

19:20 PM - ზურულდიდან მესტიის ცენტრში დაბრუნება

კითხვის გაგრძელება აკეცვა