ქართული მთის ღვინო მსოფლიოში ყველაზე ინტელექტუალურ გამოფენაზე!
2023, 08 მაისი„ღვინის ქვეყანა“ - ასე მოიხსენიებენ მსოფლიოში საქართველოს და სრულიად სამართლიანადაც, რადგან აქ ღვინის კულტურა 8000 წლიან ტრადიციას ითვლის. მრავალწლიანი ტრადიციის კიდევ უფრო ფართო მასშტაბით წარსადგენად, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ხელშეწყობით, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის ღვინოები ლონდონში, მსოფლიოში ყველაზე ინტელექტუალურ გამოფენაზე London Wine Fair -ზე მიიღებენ მონაწილეობას.
London Wine Fair - ყოველწლიური მასშტაბური გამოფენაა ღვინის ინდუსტრიისთვის, რომელიც ტარდება ინგლისში. ეს მოვლენა აერთიანებს ღვინის მწარმოებლებს, ექსპერტებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს და მყიდველებს მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებული ტიპის ღვინოების წარდგენა-გაცნობისთვის და ახალი ბიზნეს პარტნიორული კავშირების დამყარებისთვის.
2023 წლის 15-17 მაისს, სამი დღის განმავლობაში, ღვინის ყველაზე ინტელექტუალურ გამოფენაზე 40 ქვეყანა წარსდგება. ღონისძიება, ვიზიტორებს მრავალფეროვანი ფორმატით შესთავაზებს სხვადასხვა ქ
„ღვინის ქვეყანა“ - ასე მოიხსენიებენ მსოფლიოში საქართველოს და სრულიად სამართლიანადაც, რადგან აქ ღვინის კულტურა 8000 წლიან ტრადიციას ითვლის. მრავალწლიანი ტრადიციის კიდევ უფრო ფართო მასშტაბით წარსადგენად, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ხელშეწყობით, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის ღვინოები ლონდონში, მსოფლიოში ყველაზე ინტელექტუალურ გამოფენაზე London Wine Fair -ზე მიიღებენ მონაწილეობას.
London Wine Fair - ყოველწლიური მასშტაბური გამოფენაა ღვინის ინდუსტრიისთვის, რომელიც ტარდება ინგლისში. ეს მოვლენა აერთიანებს ღვინის მწარმოებლებს, ექსპერტებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს და მყიდველებს მთელი მსოფლიოდან, განსაკუთრებული ტიპის ღვინოების წარდგენა-გაცნობისთვის და ახალი ბიზნეს პარტნიორული კავშირების დამყარებისთვის.
2023 წლის 15-17 მაისს, სამი დღის განმავლობაში, ღვინის ყველაზე ინტელექტუალურ გამოფენაზე 40 ქვეყანა წარსდგება. ღონისძიება, ვიზიტორებს მრავალფეროვანი ფორმატით შესთავაზებს სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ღვინოების გაცნობას და დაგემოვნებას, მეღვინეობის სხვადასხვა ტექნიკების გაზიარებას, მრავალთემატურ სემინარებს და მასტერკლასებს სექტორის სრული მოცვით - დაწყებული ღვინის დეგუსტაციით, ინდუსტრიის ტენდენციების და გამოწვევების გაზიარებით და სექტორული ბიზნეს კავშირების დამყარების ჩათვლით.
გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, გამოფენა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან ღვინის ღონისძიებად, რომელიც ყოველწლიურად იზიდავს ინდუსტრიის ათასობით პროფესიონალს.
ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, წელს London Wine Fair-ზე საქართველოს მაღალმთიანი რეგიონიდან 6 მცირე მეღვინეობა მიიღებს მონაწილეობას:
- თამაზ ომანაძე - „ხომლის მარანი“
- შორენა პატარიძე - „პატარიძის რაჭული“
- ზურაბ მაისაშვილი - „ღვინუკა“
- პაატა შარაშენიძე - „ოყურეშული მეღვინეობა“
- მირზა დევიძე - „პერევისა მეღვინეობა”
- სოფიო სამთელაძე - “ლომთაძის ოჯახის ღვინო“
პასუხისმგებლობით შერჩეული საამაყო მცირე მეღვინეობები, საერთაშორისო ვიზიტორებს ქართული ენდემური ღვინოების გაცნობას და ისტორიასა და მრავალფეროვნებაში მოგზაურობას ჰპირდებიან.
ახალი თანამშრომლობის და საქმიანობის განვითარების შესაძლებლობების მრავალფეროვანი არჩევანი, ახალი პოტენციური მომხმარებლები, მსოფლიოში აღიარების კიდევ ერთი შესაძლებლობა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ უპირატესობების, რასაც 6 ქართული ღვინის მწარმოებლები London Wine Fair გამოფენაში მონაწილეობის მიღებით დაიმსახურებენ.
London Wine Fair -ის მონაწილე ქართველი მეწარმეები და მათი ღვინის შექმნის საინტერესო ისტორიები
ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ხელშეწყობით, საწართველოს მაღალმთიანი რეგიონიდან ღვინის მწარმოებლები, გაფართოებული საწარმოო შესაძლებლობით ღირსეულად წარდგებიან London Wine Fair-ზე.
„ხომლის მარანი”
თამაზ ომანაძეს - „ხომლის მარანი“-ს შემექმნელს, ღვინის სახელწოდებაც მშობლიური ხვამლის მთამ შთააგონა, რომელსაც არაერთი ლეგენდა თუ მითი მისტიურ მთად მოიხსენიებს. სწორედ ამ მთის კალთებზე გაშენებულ ვენახებს და ღვინის დაყენების წესს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ამ ტრადიციას ცოცლად ინახავს ეს ღვინოც. „ხომლის მარანი“ აწარმოებს სერტიფიცირებულ ბიოორგანულ ქვევრის ღვინოს ტრადიციული მეთოდებით. ხვამლის მთის მისტიურ ფერდობებზე უნიკალური ვაზის ჯიში - „უსახელოური“ ყოველგვარი ტექნიკის გარეშე ხელით გულდასმით მუშავდება და ეს ერთ-ერთი მიზეზია „ხომლის მარანი“-ს განსაკუთრებული გემოვნური თვისებების. აღსანიშნავია, რომ ხომლის მეღვინეობა არის ერთადერთი ორგანული ღვინის მწარმოებელი დასავლეთ საქართველოში და პირველი კომპანია, რომელიც აწარმოებს ბიოსერტიფიცირებულ ღვინოს უიშვიათესი ვაზის ჯიშისგან, ქვევში ღვინის დაყენების წესით.
"პატარიძის რაჭული“
რაჭის დიდებულ მთებში, სადაც ჰაერი სუფთაა და ნიადაგი უნაკლო, "პატარიძის რაჭაული" მეღვინეობა, რომელიც სხვას არ ჰგავს გააოცებს ნებისმიერ სტუმარს. ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე, ბიოლოგიურად სუფთა ვენახები კლდოვან რელიეფიდან იშლება, თბილი მზისა და მთის სუფთა ჰაერის ქვეშ. აქ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშები განსაკუთრებულ მიკროზონაში ხარობს, მათი არსი „პატარიძის რაჭული“-ს ღვინის ყველა ბოთლშია და თითოეული ღვინის წვეთი თითქოს ამ ამბავს გვიამბობს. „პატარიძის რაჭული“ შეიქმნა იმისთვის, რომ გააცოცხლოს ღვინის დაყენების ტრადიციული ხელოვნება. წინაპრებისგან დღემდე შემორჩენილი მეღვინეობის მეთოდების ურყევი ერთგულებით, თითოეულ მტევნის ნაზი ზრუნვით და მიწისადმი პატივისცემით, „პატარიძის რაჭული“-ს შემქმნელი თავად შორენა პატარიძე დიდი ზრუნვით ამუშავებს.
"ღვინუკა“
რაჭის ზღაპარში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის წყნარ სოფელ წესში, ღვინის საწარმო - “ღვინუკა” მდებარეობს. ამ ღვინის ბრენდის დაბადება ახალგაზრდა მეწარმე ზურაბ მაისაშვილის დაუღალავი შრომის შედეგია. ადგილობრივი მეღვინეობის უძველესი ტრადიციებით შთაგონებული „ღვინუკა“-ს ღვთაებრივი ნექტარი, სიყვარულით და ზრუნვით მოვლილი ვენახი, ავთენტურობის სავანეს ქმნის და მადლიანი ვაზის ჯიშებით: რაჭული, ცოლიკაური, რაჭული ძელშავი და მუჯურეთულით ანებივრებს საწარმოს. ტრადიციული ფესვების გათვალისწინებით, „ღვინუკა“ თანამედროვე თვალით უყურებს სამომავლო პერპექტივებს, ეუფლება თანამედროვე ბაზარს და ახლებულად წარადგენს მეღვინეობის უძველეს ხელოვნებას.
"ოყურეშული მეღვინეობა“
ცამდე აზიდული მთებით და კლდოვანი ქედებით გარშემორტყმული საქართველოს მწვანე მხარე ლეჩხუმი, ეს არის ადგილი, სადაც ცხოვრობს შეუდარებელი ხარისხის და დახვეწილი გემოვნური თვისებების ღვინის წარმოება - „ოყურეშული მეღვინეობა“. ამ მეღვინეობის ფასდაუდებელი ღვინო დიდ შრომას მოითხოვს, და სწორედ ამ ბალანსისთვის მეღვინეობის უკან დგას 10 წევრიანი კოოპერატივი, რომლებიც საერთო მიზნებით, რომ ლეჩხუმური ღვინოს მადლი სხვებსაც გაუზიარონ, მუხლჩაუხრელად შრომობენ.
მეღვინეობა „პერევისა“
მრავალფეროვან და ჭრელ იმერეთში, სოფელ პერევისა-ში ადგილწარმოშობით ინსპირირებული ღვინის საწარმო - „პერევისა“ ცხოვრობს. მართალია, მეღვინეობა ჯერ სულ რაღაც 3 წლისაა, თუმცა იმერული ხასიათი და ფერადი გარემო ნათლად აისახება ღვინის თვისებებში. ხარისხისადმი მტკიცე ერთგულებით, ნახევრად მთიანი და ნახევრად ღია ჰორიზონტით გარემოცუი „პერევისა“-ს ვენახები, მეღვინეებს გამორჩეული ღვინის ავტორებად წარმოაჩენს.
„ლომთაძის ოჯახის ღვინოს“
ღვთისგან ბოძებული ხელთუქმნელი მთიანი რაჭის შუაგულში, კერძოდ სოფელ ხვანჭკარაში, ლომთაძეების ოჯახმა ტრადიციული მეღვინეობის საოჯახო საქმიანობას მიჰყო ხელი. 2015 წელს, „ლომთაძის ოჯახის ღვინო“ -მ მეღვინეობის დახვეწილი ხელოვნებით და იშვიათი ყურძნის ჯიშების მოყვანით უნიკალური ღვინის წარმოება დაიწყო. ალექსანდროული, მუჯურეთული, წულუკიძე თეთრა და ცოლიკაური - ეს ვაზის ის ჯიშებია, რომლის მეშვეობითაც რაჭული სიდინჯის და დიადი ბუნების სახასიათო თვისებებით სავსე ღმერთების სასმელი ჩვენამდე აღწევს.
London Wine Fair -ზე მონაწილეობა ქართული ღვინის მცირე მეწარმეებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. თითოეული მეწარმე წარდგება, როგორც ქართული ღვინის მემკვიდრეობის ელჩი და იღებს პასუხისმგებლობას წარმოაჩინოს საქართველოს შეუფასებელი და 8000 წლიანი მადლიანი საგანძური - ღვინო! ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის ეს არის შანსი დატოვონ შთაბეჭდილება მსოფლიო ღვინის საზოგადოებაზე.
ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ეს ყველაფერი რეალობად იქცა და მიმდინარე, 2023 წლის 15-17 მაისს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის მცირე მეღვინე-მეწარმეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა წარმოადგინონ თავიანთი განსაკუთრებული ღვინოები, საერთაშორისო ბაზარს გაუზიარონ ტრადიციების საიდუმლოებები და საქმიანობის მდგრადი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ. London Wine Fair - ეს არის სიამაყით, ემოციებითა და ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ღონისძიება,
***
პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო/პროექტი GRETA და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.