ქართველი მეწარმე მიტოვებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით ახორციელებს

2022, 07 ივნისი
გააზიარე

ტარიელ ჩუბინიძემ პირველად ჩაის ფოთოლი შვიდი წლის ასაკში იმერეთში მდებარე სოფელ ქვაციხეში არსებულ ჩაის პლანტაციაში მოკრიფა. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და მასთან ერთად კოლმეურნოებებიც გაქრა. შემდეგი 30 წლის მანძილზე პლანტაცია, რომელშიც ტარიელი ბავშვობაში მუშაობდა, მიტოვებული იყო, სანამ მან მისთვის საყვარელ ჩაის ბაღებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა არ გადაწყვიტა.

როდესაც კოოპერატივ „ქვაციხის ჩაის თაიგულის“ დირექტორმა ტარიელ ჩუბინიძემ 13 ჰექტარის ფართობზე არსებული პლანტაციის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ხალხს ეგონა რომ ეს წამოწყება წარუმატებელი იქნებოდა. მაგრამ მან დაამტკიცა რომ ისინი ცდებოდნენ. ბატონი ჩუბინიძე ამჟამად საქართველოსთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის მისი ჩაის სახელად „ტიფლი“-ს წარდგენისთვის ემზადება.

ტარიელ ჩუბინიძე ბიოწარმოებაში დიდ სარგებელს ხედავს და ფიქრობს, რომ ის საერთაშორისო ბაზრების გახსნას შეუწყობს ხელს. „ქვაციხის ჩაის თაიგულის“ მიერ მთის რეგიონში მოყვანი

ტარიელ ჩუბინიძემ პირველად ჩაის ფოთოლი შვიდი წლის ასაკში იმერეთში მდებარე სოფელ ქვაციხეში არსებულ ჩაის პლანტაციაში მოკრიფა. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და მასთან ერთად კოლმეურნოებებიც გაქრა. შემდეგი 30 წლის მანძილზე პლანტაცია, რომელშიც ტარიელი ბავშვობაში მუშაობდა, მიტოვებული იყო, სანამ მან მისთვის საყვარელ ჩაის ბაღებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა არ გადაწყვიტა.

როდესაც კოოპერატივ „ქვაციხის ჩაის თაიგულის“ დირექტორმა ტარიელ ჩუბინიძემ 13 ჰექტარის ფართობზე არსებული პლანტაციის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, ხალხს ეგონა რომ ეს წამოწყება წარუმატებელი იქნებოდა. მაგრამ მან დაამტკიცა რომ ისინი ცდებოდნენ. ბატონი ჩუბინიძე ამჟამად საქართველოსთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის მისი ჩაის სახელად „ტიფლი“-ს წარდგენისთვის ემზადება.

ტარიელ ჩუბინიძე ბიოწარმოებაში დიდ სარგებელს ხედავს და ფიქრობს, რომ ის საერთაშორისო ბაზრების გახსნას შეუწყობს ხელს. „ქვაციხის ჩაის თაიგულის“ მიერ მთის რეგიონში მოყვანილი ჩაის სახეობები ერთი და იმავე ტერიტორიაზე, მხოლოდ ორგანული სასუქებით მოყვანილი ჩაია, რომლის გადამუშავება ხელოვნური დანამატების, ემულსიფიკატორებისა და საღებავების გარეშე ხდება. შედეგად მიიღება გამორჩეული არომატის და უნიკალური გემოს მქონე ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტი.

მოსავლის აღების სეზონი აპრილში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში პლანტაციაზე ყოველდღიურად 55 ადგილობრივი მუშაობს, რომლებიც ჩაის ხელით კრეფენ. საუკეთესო პროდუქტის მისაღებად „ქვაციხის ჩაის თაიგული“ უდიდეს ყურადღებას უთმობს ჩაის ფოთლის ხარისხს: მათი თავდაპირველი თვისებების შესანარჩუნებლად ჩაის ფოთლების კრეფა მხოლოდ მომწიფების გარკვეულ ეტაპზე ხდება, მათი გადამუშავება მოკრეფიდან 3-5 საათის შემდეგ ხორციელდება, რის შემდეგაც ისინი კარგად განიავებულ საწყობში ინახება.

პროექტ „გრეტას“ დახმარებით და ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის თანადაფინანსებით, „ქვაციხის ჩაის თაიგულმა“ საჭირო აღჭურვილობის, მათ შორის ჩაის მკრეფავი და გამშრობი მანაქნების, როლერების და ასევე შავი ჩაის დუღილის აპარატის შეძენა შეძლო. გარდა ამისა, კოოპერატივმა ბიო სერტიფიცირებისთვის ნაწილობრივი სუბსიდირებაც მიიღო.

„ამის შედეგად, ჩვენ ამჟამად არა მხოლოდ შავი, არამედ სხვადასხვა სახეობის ჩაის, მათ შორის მწვანე და თეთრი ჩაის წარმოება შეგვიძლია,“ - ამბობს ტარიელ ჩუბინიძე, „და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის.“

რაც შეეხება მომავალს, კოოპერატივს დაახლოებით 10 ტონა საბოლოო პროდუქტი სჭირდება იმისთვის, რომ მან საკუთარი ნაწარმის საქართველოს გარეთ ექსპორტირება შეძლოს. ამჟამად ეს მაჩვენებელი 3.5 ტონას შეადგენს, თუმცა ტარიელ ჩუბინიძე ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიაჩნია, რომ კომპანია ზემოთხსენებულ მაჩვენებელზე 3-4 წელიწადში გავა. ის საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრები ჩაის მოყვარულებისთვის ასევე მოცვის, ტყის კენკრის, მცენარეული და ფიტო-ჩაის პროდუქტების შეთავაზებას აპირებს.

***

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტი მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და ზემო იმერეთის რეგიონებს და ჩართულები არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან.

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში და ასევე EU4Business-ის კომპლექსურ პროგრამასთან თანამშრომლობით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პროექტი GRETA და EU4Business-ის კომპლექსური პროგრამა და შესაძლოა იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

კითხვის გაგრძელება აკეცვა
Georgian rehabilitates an abandoned tea plantation with the support of the EU, Sweden and Austria