ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორის ფინანსური მხარდაჭერის პირველი ფაზა დაასრულა!
2020, 12 დეკემბერიევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ადგილობრივი განვითარების ინიციატივის (LDI) მხარდაჭერის პირველი ფაზა დაასრულა. ინციატივა გამიზნული იყო ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების შესაქმნელად ფერმერებისთვის, ფერმერთა ჯგუფებისთვის, კოოპერატივებისთვის, გადამამუშავებელი დანაყოფებისთვის და სხვა აქტორებისთვის სხვადასხვა ორგანული ღირებულების ჯაჭვებით.
• 228 ფერმერმა გამოხატა ინტერესი;
• გამოვლენილია 8 პერსპექტიული ღირებულების ჯაჭვი (თევზი, ჩაი, ღვინო, მცენარეული ჩაი, კარტოფილი, ბოსტნეული, კენკრა და მშრალი ხილი);
• დაფარულია 5 სამიზნე მუნიციპალიტეტი;
• გამოვლენილია 11 ბენეფიციარი და დაწყებულია აღჭურვის პროცესი.