ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია საქართველოს მთიან რეგიონებში ორგანული ჩაის წარმოებას უჭერენ მხარს

2022, 07 ივნისი
გააზიარე

უნიკალური გემოს და არომატული თვისებების წყალობით ქართულ ჩაის წლების განმავლობაში საპატიო ადგილი უკავია მსოფლიოს ჩაის რუკაზე. მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროგრამა აამოქმედა, სულ უფრო მეტმა მწარმოებელმა გადაწყვიტა აეღორძინებია ჩაის პლანტაციები და ხელი შეეწყო ორგანული ჩაის წარმოებას. ზოგიერთ მათგანს არა მხოლოდ საბაზრო კავშირები და გამოცდილება აკლდა, მათ ასევე აუცილებელი აღჭურვილობაც კი არ ჰქონდათ. ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტში ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ პროექტ GRETA-ს ფარგლებში საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების ბიო ან ბიო-სერტიფიცირების პროცესში მყოფ მეწარმეებს აუცილებელი დახმარება გაუწიეს. პროექტი GRETA საქართველოს მთიანი რეგიონების უზარმაზარ პოტენციალზე აკეთებს აქცენტს, მისი მიზანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი შესაძლებელობების შექმნა. შეიტყვეთ მეტი ვიდეოში.