საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ბიზნეს განვითარების თანამედროვე ტექნიკებს სულ უფრო მეტი მეწარმე ეუფლება!
2023, 13 ივლისიევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ფინანსური, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორის აქტიური ხელშეწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ჩატარებული მარკეტინგული ტრენიგების ციკლი, მიზნად ისახავდა, ადგილობრივი მეწარმეების ცოდნისა და უნარების გაღრმავებას უზრუნველყონ თანამედროვე მიდგომების დანერგვა, საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გძელვადიანი განვითარებისთვის.
ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების პროგრამა, შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის სპეციფიკებზე მორგებული 6 პრაქტიკული მოდულისგან, როგორიცაა - მარკეტინგი, ბრენდინგი, ექსპორტი, სტრატეგიული დაგეგმვა, მერჩენდაიზინგი და მოლაპარაკებები.
მარკეტინგი და ბრენდინგი, ეს არის თანამედროვე ბიზნეს სამყაროში ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ბიზნესისთვის, რომ მოახდინოს საქმიანობის ეფექტური მართვა მიზნობრივ ბაზარზე. ამ თე
ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ფინანსური, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორის აქტიური ხელშეწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ჩატარებული მარკეტინგული ტრენიგების ციკლი, მიზნად ისახავდა, ადგილობრივი მეწარმეების ცოდნისა და უნარების გაღრმავებას უზრუნველყონ თანამედროვე მიდგომების დანერგვა, საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გძელვადიანი განვითარებისთვის.
ტრენინგების და სამუშაო შეხვედრების პროგრამა, შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის სპეციფიკებზე მორგებული 6 პრაქტიკული მოდულისგან, როგორიცაა - მარკეტინგი, ბრენდინგი, ექსპორტი, სტრატეგიული დაგეგმვა, მერჩენდაიზინგი და მოლაპარაკებები.
მარკეტინგი და ბრენდინგი, ეს არის თანამედროვე ბიზნეს სამყაროში ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ბიზნესისთვის, რომ მოახდინოს საქმიანობის ეფექტური მართვა მიზნობრივ ბაზარზე. ამ თემის მნიშვნელობაზე გვიყვება BRANDING.GE-ს დამფუძნებელი ლევან კობერიძე:
„მარკეტინგული ტრენინგების შედეგად შეძენილი ცოდნა და კომპეტენცია ფაქტობრივად ხდება ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ამ საქმიანობაში და არის წარმატების საფუძველი, რადგან ამ უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოეყენება, რაც მათ ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დახმარების შედეგად შეიძინეს, ნიშნავს ეფექტურ შედეგებს წარმოების თვალსაზრისით. ეხლა საჭიროა რომ პროდუქცია მოხვდეს უკვე მომხმარებელთან, გაუძლოს კონკურენციას და მოუტანოს წარმატება მათ მფლობელებს თუ მწარმოებლებს და მთლიანად ქვეყანას. ამიტომაა ისეთი ქვეყნების დახმარება მნიშვნელოვანი, როგორიცაა მაგალიტად ავსტრია და შვედეთი, რომლებიც წარმატებულები არიან სწორედ სტარტაპების მოდელების წარმატებით მართვაში“.
არსებული შედეგებით, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებში, კერძოდ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ზემო იმერეთში და ზემო სვანეთში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის 170-მა წარმომადგენელმა, შეიძინა კომპეტენცია და გაიღრმავა ცოდნა მარკეტინგის დარგში.
„ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, ადგილობრივი მეწარმეები ბიზნესის მართვის და დაგეგმარების კუთხით ცოდნას იღრმავებენ მსგავს ტრენინგებზე. აქ ექსპერტები გვიზიარებენ ცოდნას, რაც ჩემს შემთხვევაში დამეხმარება სწორად დავგეგმო, და წარვმართო ჩემი საქმიანობა. მიმაჩნია, რომ მსაგვსი შეხვედრები აუცილებელია ბიზნეს სფეროში, რათა მეწარმეებს ჩამოუყალიბდეთ უფრო მეტი უნარ-ჩვევები, რომ მომსახურების სფეროში უფრო მაღალ ხარისხიანი გახდეს ჩვენი მიწოდების სერვისები საზოგადოებისათვის“ - გვიყვება ტრენინგის მონაწილე, ელისო კვიჟინაძე - მეწარმე ზემო იმერეთის რეგიონიდან.
ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, მარკეტინგის კუთხით უწყვეტ ციკლად ჩატარებულმა ტრენინგებმა და ვორკშოპებმა, მეწარმეებს დიდი სარგებელი მოუტანა. ყოვლისმომცველი სესიების ფარგლებში დაგროვილი ღირებული ცოდნა, მეწარმეებს ხელს შეუწყობს განახორციელონ როგორც წარმოების სტიმულირება, ასევე მნიშვნელოვნად გაზარდონ პროდუქტის რეალიზაცია.
„ჩემი დაკვირვებით, ძირითადად სუსტი წერტილია მწარმოებლებისთვის მარკეტინგი და გაყიდვები, რაც ხელმისაწვდომი არაა ბევრისთვის, ამას ცოდნა ჭირდება და ეს ტრენინგები აუცილებლად მოიტანს შედეგს და ვეცდებით მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოვიყენოთ და სხვებსაც გავუზიაროთ“- გვიამბობს ტრენინგის მონაწილე, კობა შეყილაძე -კოოპერატივი „ხავერდოვანი ჩაი“-ს თავმჯდომარე
ქართველი მეწარმეებისთვის ტრენინგების დროს ყველა მნიშვნელოვან კომპონენტზე იქნა ყურადღება გამახვილებული, რომლის გარეშეც პროდუქციის განვითარება რთულად წარმოსადგენია.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მომეწონა ამ ტრენინგზე შეფუთვების საკითხი, მე ჯერჯერობით ყველა პროდუქტი შეფუთული არ მაქვს და გავითვალისწინებ მომავალ მუშაობაში აუცილებლად“- ნაყოფიერად აჯამებს სამუშაო შეხვედრის შედეგებს ტრენინგის მონაწილე შოთა კოპალიანი - ფიტო ჩაის მწარმოებელი.
მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციისა და საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვისთვის, განსაკუთრებით კი მაღალამთიან რეგიონებში, ძალიან მნიშვნელოვანია მარკეტინგული კუთხით ცოდნის მიღება, რომელსაც ხელს უწყობს მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები. როგორც ტრენინგის შემდგომ შეფასების კვლევის შედეგებმა აჩვენა, ტრენინგების მონაწილეებმა, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს ცოდნა აღნიშნული თემატიკის მიმართულებით. დონორების მხარდაჭერიტ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მსგავსი ტიპის ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
***
პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge
ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო/პროექტი GRETA და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.