სვანეთი საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალის მასპინძლობით მდგრადი ტურიზმის გლობალურ რუკაზე იმყარებს პოზიციებს!

2023, 07 ივლისი
გააზიარე

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA –ს ფარგლებში, HIGHLANDER SVANETI x GEORGIA-სთან და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან კოლაბორაციით, 2023 წლის 20-22 ივლისს, სვანეთში, საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი ტარდება. ფესტივალის მასპინძელია, სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია Svaneti DMO.

ფესტივალის ფარგლებში, წელს მესტიაში გაიმართება HIGHLANDER SVANETI x GEORGIA-ს ლაშქრობის ღონისძიებების სერია, რომელიც მსოფლიოს საკულტო მარშუტების სიაში შედის. საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი, მხარს უჭერს ბუნების ბუნების კონსერვაციისა და ადვოკატირების ღონისძიებებს და ეკო-ტურიზმს. ღონისძიებების მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, აქტიური დასვენების წახალისება და ბუნების ხელუხლებელი სილამაზის შეუბღალავად შენარჩუნება.

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ სვანეთის ლაშქრობის ფესტივალზე: 

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA –ს ფარგლებში, HIGHLANDER SVANETI x GEORGIA-სთან და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან კოლაბორაციით, 2023 წლის 20-22 ივლისს, სვანეთში, საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი ტარდება. ფესტივალის მასპინძელია, სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია Svaneti DMO.

ფესტივალის ფარგლებში, წელს მესტიაში გაიმართება HIGHLANDER SVANETI x GEORGIA-ს ლაშქრობის ღონისძიებების სერია, რომელიც მსოფლიოს საკულტო მარშუტების სიაში შედის. საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი, მხარს უჭერს ბუნების ბუნების კონსერვაციისა და ადვოკატირების ღონისძიებებს და ეკო-ტურიზმს. ღონისძიებების მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, აქტიური დასვენების წახალისება და ბუნების ხელუხლებელი სილამაზის შეუბღალავად შენარჩუნება.

მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ სვანეთის ლაშქრობის ფესტივალზე: https://highlanderadventure.com/en-us/svaneti 

ფესტივალი გთავაზობთ სალაშქრო მოგზაურების 2 ფორმატს. დეტალები იხილეთ ამ ბმულებზე: HIGHLANDER Pegasus და HIGHLANDER Orion.

ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს, ასევე შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა დამატებით ღონისძიებებში: კულინარიული მასტერკლასები, კერძების დეგუსტაცია, ადგილობრივი ხელსაქმის მასტერკლასები, საგანმანათლებლო და სხვადასხვა თემატური სესიები, და ისიამოვნონ ადგილობრივი ფოლკლორული საღამოებით.

სვანეთის საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალის განრიგი:

19.07.2023

19:00 - ფესტივალის გახსნა / მონაწილეთა შეხვედრა, ბრიფინგი / საგანმანათლებლო სესიები

20.07.2023

06:30 - HL Pegasus-ის მონაწილეთა გადაყვანა საწყის პუნქტზე 

06:30 - 08:30 – საუზმე

07:00 - 09:00 - Highlander Pegasus-ის სტარტი

14:00 - პირველი გამშვები პუნქტის გახსნა

18:00 - 19:00 - ვახშამი

18:00 - 22:00 - საღამოს ღონისძიებები

21.07.2023

07:00 - HL Orion-ის მონაწილეთა გადაყვანა საწყის პუნქტზე

06:30 - 08:30 - საუზმე

07:00 - 09:00 - HL Pegasus და HL Orion-ის სტარტი

07:00 - 08:00 - იოგის სესია

14:00 - მეორე გამშვები პუნქტის გახსნა

18:00 - 19:00 - ვახშამი

18:00 - 22:00 - საღამოს ღონისძიებები

22.07.2023

06:00 - 08:00 – საუზმე

06:30 – 08:30 - Highlander Pegasus და Highlander Orion-ის დღის სტარტი

07:00 - 08:00 - იოგის სესია

12:00 - საფინიშო პუნქტის გახსნა 

14:00 - 16:00 - ხემსი და სასმელი 

16:00 - 19:00 - მოლაშქრეების გადაყვანა მესტიაში

19:00 - ფესტივალის დახურვის და დაჯილდოების ცერემონია

სვანეთის ლაშქრობის ფესტივალი ორგანიზებულია ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მზარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, HIGHLANDER SVANETI x GEORGIA-სთან და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან კოლაბორაციით. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერები არიან სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი და MTA.

***

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. მეტი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge 

კითხვის გაგრძელება აკეცვა
2_HL_GEO_ALEXANDER_BAGRATIONI__0
Step into the ultimate backpacking experience - Become a HIGHLANDER!