Freeride World Tour-ის მაპინძლობით სვანეთი მდგრადი ტურიზმის გლობალურ რუკაზე კიდევ ერთხელ იმკვიდრებს თავს!

2023, 06 მაისი
გააზიარე

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან კოლაბორაციით, სვანეთმა Freeride World Tour - ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო დონის საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლა.

Freeriding - ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს, როგორც თხილამურებით ასევე სნოუბორდით. აღნიშნული შეჯიბრის ჩასატარებლად სვანეთი შეირჩა, რომელიც თავისი რელიეფითა და კლიმატური პირობებით, საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს.

„საერთაშორისო პლატფორმის Freeride World Tour -ის კვირეული, ფანტასტიური შესაძლებლობაა სვანეთისთვის, რომ ადგილი დაიმკვიდროს სამთო-სათხილამურო სპორტისა და ტურიზმის მსოფლიო რუკაზე. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივ პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ხელს ვუწყობთ სამთო ტურიზმის განვითარებას და აღნიშნული საერთაშორისო შეჯიბრების მხარდაჭერით, სვანეთს საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევა, რომ წარმო

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან კოლაბორაციით, სვანეთმა Freeride World Tour - ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო დონის საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლა.

Freeriding - ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს, როგორც თხილამურებით ასევე სნოუბორდით. აღნიშნული შეჯიბრის ჩასატარებლად სვანეთი შეირჩა, რომელიც თავისი რელიეფითა და კლიმატური პირობებით, საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს.

„საერთაშორისო პლატფორმის Freeride World Tour -ის კვირეული, ფანტასტიური შესაძლებლობაა სვანეთისთვის, რომ ადგილი დაიმკვიდროს სამთო-სათხილამურო სპორტისა და ტურიზმის მსოფლიო რუკაზე. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივ პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ხელს ვუწყობთ სამთო ტურიზმის განვითარებას და აღნიშნული საერთაშორისო შეჯიბრების მხარდაჭერით, სვანეთს საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევა, რომ წარმოაჩინოს რეგიონის ტურისტული პოტენციალი“ - აცხადებს თომას მიულმანი, ავსტრიის ელჩი საქართველოში.

მსგავსი შეჯიბრებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონის მსოფლიო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებაში და საერთაშორისო ათლეტებისა და მაყურებლების მოზიდვაში.

“სწორად დაგეგმილ და მართულ ტურიზმს, შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მდგრად განვითარებაში, შექმნას ღირსეული სამუშაო ადგილები და ახალი სავაჭრო შესაძლებლობები. სვანეთისთვის დადებითი ზემოქმედების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ამჟამად მხარს ვუჭერთ ამ რეგიონისთვის დანიშნულების ადგილის განვითარების გეგმის შექმნას და სვანეთის, როგორც ბრენდის პოპულარიზაციას ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებზე. ყოველივე აღნიშნული, ემსახურება ამ ულამაზესი რეგიონის განვითარებას და ეკონომიკურ გაძლიერებას.” - აღნიშნავს ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის ჯგუფის ლიდერი, ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოში.

Freeride - ის კვირეული, სვანეთში არამარტო სპორტულ შეჯიბრებს, არამედ, ვიზიტორებისთვის სვანეთის და კერძოდ, მესტიის კულტურული სანახაობებისა და გასტრონომიული გამოცდილების გაზიარებას მოიცავდა. მესტიამ და სვანეთის ე.წ. „თეთრმა ქალბატონმა - „თეთნულდმა“ საერთაშორისო დონის სპორტსმენებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქა.

„ეს ღონისძიება არის განსაკუთრებულად კარგი მაგალითი დონორთა კოორდინაციის. სადაც, ევროკავშირი, შვედეთი, ავსტრია და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი თანამშრომლობით, მიზნად დავისახეთ საქართველოს მაღალმთიანი შორეული რეგიონების სათავგადასავლო ტურიზმის პოტენციალის და ცნობადობის გაზრდა და შედეგად ეკონომიკის გაძლიერება. ჩვენ გვსურს მივაღწიოთ შედეგს, რაც გულისხმობს ტურისტებით სავსე სასტუმროებს, სტუმრებით სავსე რესტორნებს, სამუშაო ადგილებს, რომლებიც იქმნება ტურიზმის განვითარებით და აგრეთვე ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, რომელიც წელიწადის ყველა დროს აქტუალურია.“ - აღნიშნავს მარიკა ოლსონი - USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი საქართველოში.

პატარ-პატარა, თუმცა ფუნდამენტური ნაბიჯებით და სწორი აქცენტებით მიიღწევა სამთო კურორტების პოპულარიზაცია, რომელიც მოიზიდავს უამრავ ადგილობრივ თუ უცხოელ ათლეტს და სანახაობის მოყვარულს. 

„სვანეთის რეგიონის ბენეფიტი ამ ღონისძიებიდან გამომდინარე განისაზღვრება ორი ინდიკატორით: ერთი არის ეკონომიკური ინდიკატორი, ვინაიდან ამ ადამიანებს, რომლებიც არიან სპორტსმენები, მწვრთნელები, დელეგაციის წევრები, მათი მხარდამჭერები, როგორც ტურისტებს შემოაქვთ დამატებითი შემოსავალი რეგიონში. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო არის რეგიონის და მისი ტურისტული პოტენციალის ცნობადობის ამაღლება, რაც გრძელვადიანი სარგებლის საწინდარია“- აცხადებს სამთო ტურიზმის ღონისძიებების ორგანიზატორი გურამ ვაშაყმაძე.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფრირაიდის ტური, როგორც ორგანიზაცია რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ნაწილია, ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავს რეგიონის პოტენციალის მიმართ და მიიჩნევს რომ, გარკვეულ ეტაპზე სვანეთს შეეძლება მათი უმაღლესი დონის შეჯიბრებების მიღება.

„ამ დონის შეჯიბრების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული ტურიზმისა და ზოგადად ტურიზმის განვითარებისთვის. რადგან ჩამოსული უცხოელი დამსვენებლები, მონაწილეები და მათი გულშემატკივრები შთაბეჭდილებების გაზიარების პირველი წყაროები ხდებიან და ბევრს ლაპარაკობენ პირადად მიღებულ გამოცდილებაზე. ეს ჯაჭვური რეაქციით ბევრი სხვა ადამიანის ყურადღებას იქცევს, რომლებსაც მსგავსი ინტერესი და ახალი შთაბეჭდილებების მიღების სურვილი აქვთ“- გვიყვება ლევან მეტრეველი, სვანეთის ფრირაიდის კვირეულის თანაორგანიზატორი.

და ბოლოს, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, წარმატებით განხორციელებული კვირეული არის მაგალითი, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების და პარტნიორების ინტენსიური ჩართულობა და სინქრონული თანამშრომლობა. ეფექტური კოორდინაციის ნათელი მაგალითი იყო სწორედ Freeride - ის კვირეული სვანეთში. შედეგად, ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები ახლა უკვე მზად არიან უმასპინძლონ მსგავსი მაღალი დონის ტურისტულ და სპორტულ ღონისძიებებს და ხელი შეუწყონ უცხოელ თუ ადგილობრივ ვიზიტორებს აღმოაჩინონ საქართველოს მთის საგანძური, ანუ სვანეთი.

***

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. 


ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო/პროექტი GRETA და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

კითხვის გაგრძელება აკეცვა
By Hosting the Freeride World Tour, Svaneti Establishes Itself on the Global Sustainable Tourist Map Once Again!
By Hosting the Freeride World Tour, Svaneti on the Global Sustai-6456c93ca4fb0
By Hosting the Freeride World Tour, Svaneti Establishes Itself on the Global Sustainable Tourist Map Once Again!
DSCF2920
By Hosting the Freeride World Tour, Svaneti Establishes Itself on the Global Sustainable Tourist Map Once Again!
By Hosting the Freeride World Tour, Svaneti Establishes Itself on the Global Sustainable Tourist Map Once Again!