ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის დახმარებით ქართველი მეწარმე კვების ტურიზმს ავითარებს

2023, 03 იანვარი
გააზიარე

როცა ნანული ჭელიძე უშგულში სასტუმროს გაფართოებისთვის კრედიტის ასაღებად ბანკში წავიდა, თან მხოლოდ ერთი ნივთი წაიღო - შთაბეჭდილებების წიგნი, რომელიც მისი სასტუმროს სტუმრებმა შეავსეს. წიგნი საკრედიტო ოფიცერს გაუწოდა, ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა მასში რა ეწერა. ჭელიძეს ის არასდროს წაუკითხავს. ბანკის თანამშრომელმა წიგნი სათაო ოფისში წაიღო.

ერთი კვირის შემდეგ ნანული ჭელიძემ ბანკისგან დასტური მიიღო. სასტუმროს გაფართოებისთვის კრედიტს აძლევდნენ.

დღეს ამ ისტორიას ღიმილით ყვება და ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან ბანკის ნდობა მარტივად მოიპოვა. როგორც აღმოჩნდა, ბანკმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „ვილა ლილეო“ დღეს უშგულში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმროა.

ნანული ჭელიზე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილას დაიბადა. უშგული მდებარეობს სვანეთში, შხარას ძირში, დიდი კავკასიონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალიდან 2,100 მეტრში. სვანეთი ც

როცა ნანული ჭელიძე უშგულში სასტუმროს გაფართოებისთვის კრედიტის ასაღებად ბანკში წავიდა, თან მხოლოდ ერთი ნივთი წაიღო - შთაბეჭდილებების წიგნი, რომელიც მისი სასტუმროს სტუმრებმა შეავსეს. წიგნი საკრედიტო ოფიცერს გაუწოდა, ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა მასში რა ეწერა. ჭელიძეს ის არასდროს წაუკითხავს. ბანკის თანამშრომელმა წიგნი სათაო ოფისში წაიღო.

ერთი კვირის შემდეგ ნანული ჭელიძემ ბანკისგან დასტური მიიღო. სასტუმროს გაფართოებისთვის კრედიტს აძლევდნენ.

დღეს ამ ისტორიას ღიმილით ყვება და ამბობს, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან ბანკის ნდობა მარტივად მოიპოვა. როგორც აღმოჩნდა, ბანკმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „ვილა ლილეო“ დღეს უშგულში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმროა.

ნანული ჭელიზე ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილას დაიბადა. უშგული მდებარეობს სვანეთში, შხარას ძირში, დიდი კავკასიონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალიდან 2,100 მეტრში. სვანეთი ცნობილია თვალწარმტაცი ხედებით, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით, გრძელი სათხილამურო გზებითა და უნიკალური სამზარეულოთი.

„აქ დავიბადე და გავიზარდე. ამ ადგილს არასდროს დავტოვებ,“ ამბობს ჭელიძე.

სვანეთის რეგიონისა და მისი ისტორიის სიყვარულმა მას ადგილობრივ მუზეუმში მუშაობა გადააწყვეტინა. მას შემდეგ 30 წელი გავიდა. დღეს 60 წლის ნანული ჭელიძე ამავე მუზეუმის დირექტორია და ამავდროულად, საკუთარ სასტუმროსაც წარმატებით ხელმძღვანელობს.

ყველაფერი 2012 წელს დაიწყო.

„ჩემი ოჯახში სოფელში სტუმრიანობით გამოირჩეოდა. საბოლოოდ, კი სტუმრების ნაცვლად უკვე ტურისტების მიღება დავიწყეთ,“ ამბობს ის. „სულ ოთხი ოთახი მქონდა და ფარდებით დავყავი, რომ ყველა განთავსებულიყო. მაინც არ გვყოფნიდა. ამიტომ იძულებული ვიყავი დღის ბოლოს ტურისტები დასაძინებლად მეზობლებთან გამეშვა. მაგრამ ჩემი სახლიდან წასვა არავის არ უნდოდა. მაშინ გადავწყვიტეთ სასტუმროს გაფართოება.“

საბანკო კრედიტთან ერთად მან „აწარმოე საქართველოსგან“ გრანტიც მოიპოვა. მალევე, ფარდებით დაყოფილი ოთხი ოთახი სრულად აღჭურვილ 22-ნომრიან სასტუმროდ იქცა. აქ ნანული ჭელიძე და მისი ოჯახი ტურისტებს წლის ნებისმიერ დროს დაუვიწყარი მოგონებების შექმნაში ეხმარება.

2019 წელს, პანდემიამდე, „ვილა ლილეომ“ 2000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა, ძირითადად საზღვარგარეთიდან. ლაშქრობის მოყვარულები ზაფხულში იმისთვის ჩამოდიან, რომ სვანეთის ხედებით დატკბნენ. ხოლო ვისაც სათხილამურო სპორტი იზიდავს, ზამთრის სეზონს ამჯობინებს.

ჭელიძე ამბობს, რომ სვანეთის მთების გარდა სასტუმროს სტუმრები კიდევ ერთი რამისთვის ბრუნდებიან - მისი კერძების დასაგემოვნებლად.

სასტუმროს განხსნიდან მალევე ნანული ჭელიძემ სვანური კულინარიის მასტერკლასების ჩატარება დაიწყო და სტუმრებს ადგილობრივი კერძების გაკეთებას ასწავლიდა. ტურისტები რეცეპტებს იწერდნენ და თავიანთ ქვეყნებში მიჰქოდათ, რითიც ქართული კულინარიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უწყობდნენ ხელს.

„ჩემს სახლში ყოფნისას სტუმრებს ისე ვექცევი, როგორც ოჯახის წევრებს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური არ ვიცი, მაინც გვესმის ერთმანეთის და ბევრ მათგანთან კიდევ ვაგრძელებ კომუნიკაციას. როგორც ამბობენ, გასტრონომიას ენა არ აქვს“, - განმარტავს ჭელიძე.

მას შემდეგ რაც ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ჭელიძემ დაიწყო ფიქრი, რომ მისი სამზარეულო ყველას უკვე ვეღარ დაიტევდა. საბედნიეროდ, მიიღო მხარდაჭერა ევროკავშირის/შვედეთის/ავსტრიის თანადაფინანსებული პროექტისგან, „GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“, „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში. ნანული ჭელიძემ მასტერკალებისთვის უკვე სპეციალური სივრცე გააკეთა.

„მხარდაჭერა მაშინ მივიღეთ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა და ეს წარმატებული ბიზნესის საწყისად იქცა“, - ამბობს ის. „ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი სივრცე არსებობდეს ისეთ შორეულ ადგილას, როგორიც უშგულია“, დასძენს ჭელიძე და აღნიშნავს, რომ ტურისტებს სურთ ქართული სამზარეულოს შესახებ სულ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ.

ნანული ჭელიძისთვის ოცნებებისა და მიზნების გარეშე ცხოვრება არ არსებობს. მისი ერთ-ერთი სამომავლო გეგმა საუნას აშენებას უკავშირდება, რასაც ზამთრის ტურისტები უკვე დიდი ხანია ითხოვენ. მას ასევე სურს, რომ გააკეთოს დიდი დარბაზი ისეთი ღონისძიებებისთვის, როგორიცაა კონფერენცია, ქორწილი და ა.შ.

„და ბოლოს, კიდევ ერთი ოცნება მაქვს. ჩემი სიმამრი რეგიონში ცნობილი ექიმი იყო და მინდა მისი სახელობის საქველმოქმედო აფთიაქი გავხსნა“, - ამბობს ჭელიძე. "იმედია, ამ ყველაფერს რეალობად ვაქცევ."

***

“GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა საქართველოში“ მხარდაჭერილია ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მიერ. პროექტს საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და საქართველოს ეკონომიკისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობების გაზრდას ორ მნიშვნელოვან სექტორში, სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება და მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და ზემო იმერეთის რეგიონებს, სადაც მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტებიდან არიან დასაქმებულნი. საჩხერე, ჭიათურა და ტყიბული.


ეს მასალა მომზადდა ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის დახმარებით GRETA-ს პროექტის ფარგლებში და „ევროკავშირის ბიზნესისთვის“ პროგრამის თანამშრომლობით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია GRETA-ს პროექტი და „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ და აუცილებლად არ ასახავს ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის შეხედულებებს.

კითხვის გაგრძელება აკეცვა