რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, აგროტურიზმის პოპულარიზაციისა და საბაზრო კავშირების ხელშეწყობის მიზნით “აგროტურისტული ფესტივალი 2021” გაიმართება

2021, 20 ნოემბერი
გააზიარე

2021 წლის 26 ნოემბერს, ამბროლაური უმასპინძლებს „აგროტურისტული ფესტივალი 2021“-ს. ღონისძიების ორგანიზატორია „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია“ პროექტ GRETA-ს მხარდაჭერით, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მიერ. ფესტივალის პარტნიორები არიან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ტურიზმის ეროვნული სააგენტო და ღვინის ეროვნული სააგენტო.

ფესტივალის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე, მაღალმთიან რეგიონებში, სასტუმრო და სარესტორნო სექტორსა და აგრომწარმოებლებს შორის საბაზრო კავშირების დამყარება და აგროტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის სფეროების ცნობიერების ამაღლება / პოპულარიზაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ტყიბულის, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან 100-მდე ფერმერის ადგილობრივი პროდუქტები როგორიცაა ღვინო, თაფლი, ლორი, ყველი, კარტოფილი, ჩაი და ა.შ.

„აგროტურისტული ფესტივალი 2021“ გაიმართება ღია სივრცეში, ამბროლაურის მუნიციპლაიტეტის ცენტრალურ სკვერში. ღონისძიებას ოფიციალურად გახსნიან საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, შვედეთის და ავსტრიის საელჩოების მაღალი რანგის წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი.

ღონისძიების პროგრამა

13:00 - 13:35  ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონიალი.

13:35 - 18:00   აგროპროდუქტების და სხვა ადგილობრივი წარმოების ნივთების გამოფენა-გაყიდვა, კულტურული აქტივობები, ბიზნეს შეხვედრები და სხვა.

18:00 -20:00   ღონისძიების არაოფიციალური დასკვნითი ნაწილი: კონცერტი. 

მნიშვნელოვანი შეტყობინება: COVID-19 რეგულაციების შესაბამისად, ღონისძიების სტუმრები გაივლიან თერმოსკრინინგს და ორგანიზატორები უზრუნველყოფენ პირბადეებისა და დადეზინფექციო საშუალებების მომარაგებას.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ:

  • „რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაცია“ / იოსებ გეწაძე / 599103192 / SOSO_RLS@yahoo.com
  • პროექტი GRETA | მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა / ანა ქაბზინაძე / 577777163 / ana.kabzinadze@ada.gv.at

კითხვის გაგრძელება აკეცვა