პროექტ GRETA-ს ფარგლებში ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია, სამთო ტურიზმის სექტორში, საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული ბიზნეს გარემოს შექმნის მიზნით, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდასაჭერად, საგრანტო დახმარებას ახორციელებს.

მხარდაჭერაში ჩართვა შეუძლიათ მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ (ან საქმიანობის ძირითადი ნაწილის - 75% სამიზნე მუნიციპალიტეტებისთვის გამიზნულ) კომერციულ და არაკომერციულ კომპანიებს ან პიროვნებებს.

ტურიზმის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. აპლიკანტის მხრიდან თანადაფინანსება შეადგენს მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და დაგეგმილი აქტივობები დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

მიმდინარე პერიოდში საგრანტო აპლიკაციების მიღება დასრულებულია. 

მომდევნო საგრანტო კონკურსის გამოცხადება დაგეგმილია 2021 წლის მე3 კვარტალში

კითხვის გაგრძელება აკეცვა
Error quis est.
ტურიზმი
ტურიზმი