ქართველმა მწარმოებლებმა "Dubai Expo 2021 - ნატურალური და ორგანული პროდუქტების გამოფენაში“ მონაწილეობა მიიღეს

2022, 08 February
გააზიარე

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ დაფინანსებული პროექტის - "გრეტას" დახმარებით, 6-8 დეკემბერს ქართველმა მწარმოებლებმა „დუბაი ექსპო 2020-2021 - ნატურალი და ორგანული პროდუქტების გამოფენაში“ მონაწილეობა მიიღეს. ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ დაფინანსებული პროექტის სამიზნე მიმართულებები მწვანე ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებაა. პროექტი სამ რეგიონში - ზემო იმერეთში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ხორციელდება, პროექტის პირველი 4-წლიანი ფაზა 2019 წელს დაიწყო და საგრანტო თანხა 6,8 მლნ დოლარია.

6-8 დეკემბერს გამართულ ექსპოში ორგანული ჩაის და თაფლის 7 ქართველ მწარმოებელს საშუალება ჰქონდა, საერთაშორისო მყიდველებს შეხვედროდნენ და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, კონტაქტები დაემყარებინათ.

პროექტმა "გრეტამ" მიმდინარე წლის "დუბაი" ექსპოში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარებთან მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო. მისი მხარდაჭერით, 2019 წელს ქართველ მწარმოებლებს ადგილზე ჩასვ

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ დაფინანსებული პროექტის - "გრეტას" დახმარებით, 6-8 დეკემბერს ქართველმა მწარმოებლებმა „დუბაი ექსპო 2020-2021 - ნატურალი და ორგანული პროდუქტების გამოფენაში“ მონაწილეობა მიიღეს. ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ დაფინანსებული პროექტის სამიზნე მიმართულებები მწვანე ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებაა. პროექტი სამ რეგიონში - ზემო იმერეთში, სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ხორციელდება, პროექტის პირველი 4-წლიანი ფაზა 2019 წელს დაიწყო და საგრანტო თანხა 6,8 მლნ დოლარია.

6-8 დეკემბერს გამართულ ექსპოში ორგანული ჩაის და თაფლის 7 ქართველ მწარმოებელს საშუალება ჰქონდა, საერთაშორისო მყიდველებს შეხვედროდნენ და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, კონტაქტები დაემყარებინათ.

პროექტმა "გრეტამ" მიმდინარე წლის "დუბაი" ექსპოში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარებთან მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო. მისი მხარდაჭერით, 2019 წელს ქართველ მწარმოებლებს ადგილზე ჩასვლის და მყიდველების მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მიეცათ.

პროექტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ორგანულ ჩაის და თაფლს საექსპორტო პოტენციალი გააჩნია, თუმცა ამისთვის გრძელვადიანი და თანმიმდევრული მუშაობაა საჭირო.

„ჩვენი პროექტის მხარდაჭერით, 7 ბენეფიციარი იყო წარდგენილი „დუბაი ექსპო 2020-2021 ნატურალურ და ორგანულ გამოფენაზე"; ეს გახლავთ საკმაოდ დიდი გამოფენა ახლო აღმოსავლეთისთვის. ჩვენი დახმარებით, ბენეფიციარებმა შეძლეს შეხვედროდნენ რეალურ, პოტენციურ მყიდველს და მათთან უშუალო კომუნიკაცია ჰქონოდათ, რომელიც სამომავლოდ შესაძლებელია, საკმაოდ წარმატებულ პროექტებში გადაიზარდოს.

დღეს მთავარ გამოწვევად დგას ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და გამოცდილება. ის გამოცდილება, რომელიც აქვს მსოფლიოს და აუცილებლად სჭირდება საქართველოს, რომ მსოფლიოს ნაწილი გახდეს იმისთვის, რომ შევთავაზოთ იგივე დონის პროდუქცია. საქართველო მასობრივ პროდუქტს ვერ შექმნის, შესაბამისად, ჩვენი გამოწვევაა ნიშური ადგილი ვიპოვოთ, რომელიც მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული“, - აცხადებს ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ დაფინანსებული პროექტ "გრეტას" მარკეტინის სამსახურის ხელმძღვანელი თათა საყვარელიძე.

Dubai Expo 2021 ჰიბრიდული ფორმატში ჩატარდა, რომელიც ვირტუალურ და პირისპირ გამოფენას აერთიანებდა. პირველი ციფრული გამოფენა მიმდინარე წლის 28-29 სექტემბერს გაიმართა, რისთვისაც პროექტმა ბენეფიციარებისთვის ვირტუალური პავილიონები შექმნა. მათი დახმარებით, დაინტერესებულ მყიდველებს მწარმოებლებთან დაკავშირების საშუალება ჰქონდათ. რეალურ სივრცეში გამოფენისას კი უკვე მათ უშუალო კონტაქტი და წარმოებული პროდუქციის დაგემოვნება შეძლეს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ დაფინანსებული პროექტი ბენეფიციარებს არა მხოლოდ ტექნიკურ-მატერიალური ბაზის შესყიდვის და ორგანული ბიოს სერთიფიცირების სუბსიდირების დონეზე უწევს დახმარებას, არამედ მათ მარკეტინგულ შეფუთვასა და სტრატეგიების შექმნაშიც ეხმარება.

"ექსპო დუბაი 2020-2021"-ის ორგანიზატორი აცხადებს, რომ სამომავლო პერსპექტივაში ქართველ მწარმოებლებს ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრების რეალური შანსი აქვთ.

„მიხარია, რომ საქართველო მონაწილეობას იღებს წლევანდელ გამოფენაში და წარმოდგენილი აქვს ნიშური პროდუქცია თაფლის და ჩაის სახით. ჩვენ ფოკუსირებული ვართ ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ორგანული და ნატურალურია. თუ შევხედავთ ევროკავშირის ბაზარს, ნახავთ, რომ თანამედროვე სამყაროში უპირატესობა ბიოპროდუქტებს ენიჭება, მას აქვს მომავალი. გამოფენაზე 46 ქვეყნის 200-ზე მეტი სტენდია წარმოდგენილი, რომელთა შორის არის საქართველოც. გაიმართა არაერთი b2b შეხვედრა; ვცდილობთ დავეხმაროთ ქართველ ფერმერებს უკეთესად გაყიდონ და პოპულარულები გახდნენ ევროპულ ბაზრებზე, თუმცა ეს არ მოხდება გამოფენაზევე, ამიტომ ჩვენ მათ ვთავაზობთ უფრო ღრმა და ხანგრძლივ თანამშრომლობას. 12 თვე გვაქვს იმისთვის, რომ შევხვდეთ, გავცვალოთ აზრები და დავგეგმოთ გრძელვადიანი თანამშრომლობა. მეორე მხრივ, ვთანამშრომლობთ ევროპულ მხარესთანაც, ვამზადებთ მათ ქართული ნაწარმისთვის და ვუხსნით თუ რატომ უნდა იყიდონ ქართული პროდუქცია", - განაცხადა "ექსპო დუბაი 2020-2021 ნატურალური და ორგანული პროდუქტების გამოფენის" საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა აბიშეკ გამაფატმა.

სტატიის ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

ეს მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ და წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას. შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია BMG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.


წყარო: bm.ge


Read more Read less
ბიომწარმოებელი კომპანიები: \
ქართველმა მწარმოებლებმა \
ქართველმა მწარმოებლებმა \
ქართველმა მწარმოებლებმა \
ქართველმა მწარმოებლებმა \
ქართველმა მწარმოებლებმა \
ქართველმა მწარმოებლებმა \